ცოტა ხნის წინ, მესტიაში, მაშველებმა მდინარე ნაკრაში  კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს.

 როგორც ირკვევა, გარდაცვლილი 14 წლის გიორგი ვიბლიანია.

ორი დღის წინ იმავე ლოკაციაზე იპოვეს 16 წლის ეკა ვიბლიანის  ცხედარიც.

მესამე დაკარგული მოზარდის საძიებო სამუშაოები  ამ წუთებშიც გრძელდება.

შეგახსენებთ,  ავტომობილი, რომელშიც სამი მოსწავლე ისხდა,  მდინარე ნაკრაში 2 მაისს გადავარდა.