პრეზიდენტმა ვახტანგ გომელაურს სამშობლოსა და ერის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოს სახელმწიფო ჯილდო - ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი გადასცა
1748690880
პოლიციელის დღისადმი
მიძღვნილ ღონისძიებაზე
შინაგან საქმეთა
მინისტრმა, საქართველოს
პრეზიდენტმა, საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა,
პარლამენტის
თავმჯდომარემ, თბილისის
მერმა - პოლიციელებს
სიტყვით მიმართეს, მათ
პროფესიული დღე მიულოცეს
და საზოგადოებრივი
უსაფრთხოების, ასევე,
მართლწესრიგის დაცვაში
შეტანილი წვლილისთვის
მადლობა
გადაუხადეს.მიხეილ
ყაველაშვილმა და გელა
გელაძემ შინაგან საქმეთა
სამინისტროს
თანამშრომლები
სამსახურებრივი
მოვალეობის შესრულების
დროს გამოჩენილი
განსაკუთრებული
თავდადებისა და
მამაცობისთვის
დააჯილდოვეს.საქართველოს
პრეზიდენტმა პოლიციელის
დღისადმი მიძღვნილ
ღონისძიებაზე შინაგან
საქმეთა ყოფილ მინისტრს,
გენერალ-პოლკოვნიკ
ვახტანგ გომელაურს
სამშობლოსა და ერის წინაშე
განსაკუთრებული
დამსახურებისათვის
საქართველოს სახელმწიფო
ჯილდო - ვახტანგ გორგასლის I
ხარისხის ორდენი
გადასცა.ღონისძიებაზე
წუთიერი დუმილით პატივი
მიაგეს სამსახურებრივი
მოვალეობის შესრულების
დროს დაღუპულ პოლიციელთა
ხსოვნას.შინაგან საქმეთა
მინისტრმა მიმართვაში
აღნიშნა, რომ დღეს
განსაკუთრებული დღეა – დღე,
რომელიც ეკუთვნით
პოლიციელებს - იმ
ადამიანებს, ვინც
დაუღალავად იცავენ
მშვიდობას, უსაფრთხოებასა
და წესრიგს
ქვეყანაში.„ჩემთვის დიდი
პატივია, რომ პირველად
მოგმართავთ, როგორც ამ
უმნიშვნელოვანესი უწყების
ხელმძღვანელი. მინდა
გამოვხატო გულწრფელი
პატივისცემა და
მადლიერება თქვენდამი.
თქვენ 24 საათიან რეჟიმში,
ხშირად საკუთარი
სიცოცხლის რისკის ფასად,
დგახართ ჩვენი
მოქალაქეების
უსაფრთხოების სადარაჯოზე,
იცავთ ქვეყნის საზღვრებს
და თავდაუზოგავად ებრძვით
დანაშაულს.სწორედ თქვენ
ქმნით უსაფრთხო მომავალს,
სადაც ჩვენმა შვილებმა,
მშობლებმა და ამ ქვეყნის
თითოეულმა მოქალაქემ
მშვიდ, სტაბილურ და
განვითარებაზე
ორიენტირებულ გარემოში
უნდა იცხოვრონ“, -
განაცხადა შინაგან
საქმეთა
მინისტრმა.შინაგან
საქმეთა მინისტრის თქმით,
პოლიციელის ფორმა - ეს არ
არის მხოლოდ სამოსი. ეს
ნიშნავს - ატარო ღირსება. ეს
არის ფიცი - არა მხოლოდ
სიტყვით, არამედ საქმით. ეს
არის შინაგანი მოწოდება,
რომელიც მოითხოვს
სიმამაცეს, თავდადებასა და
მზაობას, ერთგულად
ემსახურო
ქვეყანას.„საამაყოა, რომ
თქვენ ამ რთულ გზას
ღირსეულად გადიხართ,
ყოველთვის ხართ იქ, სადაც
ქვეყანას და ჩვენს
მოქალაქეებს სჭირდებით.
თქვენ ხართ ის ძალა,
რომელიც საფრთხეს
უპირისპირდება
თავდაჯერებით, სიმამაცითა
და უმაღლესი
პროფესიონალიზმით.
მადლობას გიხდით თქვენი
თავდადებისთვის! მადლობა
თქვენს ოჯახებს, მშობლებს,
მეუღლეებს, თქვენს შვილებს,
ვისთვისაც ყველაზე
ძვირფასია თქვენთან ერთად
გატარებული დრო, რომელსაც
ხშირად თმობენ იმისთვის,
რომ თქვენ ქვეყნის
სამსახურში ყოფნა შეძლოთ.
ძვირფასო პოლიციელებო,
მინდა დაგარწმუნოთ, რომ
სახელმწიფო და
საზოგადოება აფასებს
თქვენს შრომასა და
ძალისხმევას. ჩვენ ვხედავთ
და ვიცით, რომ ყოველდღიური
გამოწვევებისა და
ფიზიკური თუ მორალური
წნეხის მიუხედავად,
ურყევად დგახართ
უსაფრთხოების სადარაჯოზე
და ფარად უდგახართ ჩვენი
სამშობლოს მომავალს“,
-განაცხადა გელა
გელაძემ.გელა გელაძემ
პოლიციის მუდმივი
მხარდაჭერისთვის
განსაკუთრებული მადლობა
გადაუხადა საქართველოს
პრეზიდენტს,
პრემიერ-მინისტრს,
მთავრობისა და
პარლამენტის წევრებს,
მმართველ გუნდს.სიტყვით
გამოსვლისას გელა გელაძემ
განაცხადა, რომ მისთვის
უდიდესი
პასუხისმგებლობაა,
საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს
ხელმძღვანელობა.ამასთან,
შინაგან საქმეთა
მინისტრმა ხაზგასმით
აღნიშნა, რომ ის ყოველთვის
იქნება თითოეული
პოლიციელის
დამცველი.„ჩემთვის
უდიდესი
პასუხისმგებლობაა,
ვუხელმძღვანელო
საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს - მით
უფრო, ისეთი ღირსეული
პროფესიონალის შემდეგ,
როგორიც ბატონი ვახტანგ
გომელაური
გახლავთ.გპირდებით - როგორც
შინაგან საქმეთა მინისტრი
და როგორც პოლიციელი -
ყოველთვის ვიქნები
თითოეული პოლიციელის
ღირსებისა და პატივის
დამცველი!კიდევ ერთხელ
გიხდით მადლობას და ამაყი
ვარ, რომ თქვენთან ერთად
ვმსახურობ! გისურვებთ
სიმტკიცეს, ჯანმრთელობას,
მხნეობას და ძალას -
იმისათვის, რომ ხვალინდელი
დღე კიდევ უფრო უსაფრთხო და
ძლიერი იყოს“, - აღნიშნა
შინაგან საქმეთა
მინისტრმა.საქართველოს
პრეზიდენტმა მიხეილ
ყაველაშვილმა პოლიციელებს
ქართული სახელმწიფოსა და
ქართველი ხალხის მიერ
დაკისრებულ მოვალეობის
სრულფასოვნად
შესრულებისთვის მადლობა
გადაუხადა.„მადლობას
გიხდით ყველა იმ პოლიციელს,
ვინც ღირსეულად ატარებთ
მუნდირს და მზად ხართ
დაუფიქრებლად გასწიროთ
საკუთარი სიცოცხლე სხვათა
გადასარჩენად; მადლობა
იმისთვის, რომ ყოველთვის
ბრძოლის წინა ხაზზე ხართ,
ქმნით ჩვენი
მოსახლეობისთვის უსაფრთხო
გარემოს, იცავთ
საქართველოს საზღვრებს,
ებრძვით სტიქიებს. მადლობა
სამშობლოს ერთგული
სამსახურისთვის!“ -
განაცხადა საქართველოს
პრეზიდენტმა.საქართველოს
პრეზიდენტის შემდეგ,
პოლიციელებს სიტყვით
მიმართა საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
კობახიძემ.პრემიერ -
მინისტრმა განაცხადა, რომ
სამართალდამცველების დიდი
დამსახურებაა ის, რომ დღეს
საქართველო, როგორც
უსაფრთხო ქვეყანა ერთ-ერთი
მოწინავეა მსოფლიოს
მასშტაბით.„გილოცავთ ამ
დღეს და მადლობას გიხდით,
იმ უდიდესი საქმისთვის,
რომელსაც ყოველდღიურად
აკეთებთ, ჩვენი ქვეყნის
უსაფრთხოების და
მოქალაქეთა მშვიდობიანი
ცხოვრების
უზრუნველსაყოფად. თქვენ
პირველები დგახართ
კანონის სადარაჯოზე, იცავთ
საზოგადოებრივ წესრიგს,
ებრძვით დანაშაულს და
ზრუნავთ თითოეული
ჩვენგანის
უსაფრთხოებაზე.ეს
სამსახური
პროფესიონალიზმთან ერთად
მოითხოვს, განსაკუთრებულ
სიმამაცეს, ერთგულებასა და
მუდმივ მზადყოფნას, რისკზე
წახვიდე საკუთარი
სიცოცხლის ფასადაც
კი.თქვენი საქმიანობა
ხშირად უხილავია, ფართო
საზოგადოებისთვის. მაგრამ
მისი შედეგები, მშვიდი
გარემო, დაცული
მოქალაქეები,
სამართლიანობის განცდა,
თითოეულ ჩვენგანის
ყოველდღიურობაში
იგრძნობა.სწორედ თქვენ
მიგიძღვით ყველაზე დიდი
დამსახურება იმაში, რომ
დღეს საქართველო, როგორც
უსაფრთხო ქვეყანა ერთ-ერთი
მოწინავეა მსოფლიოს
მასშტაბით.თითოეული
თქვენგანის დამსახურებაა,
რომ დღეს ქართველი
პოლიციელი ჩვენი ქვეყნის
მოქალაქეებისთვის ნდობისა
და უსაფრთხოების სიმბოლოა,
დღეს ქართული პოლიცია
არსებითად ევროპულზე და
ამერიკულზე მაღალი
სტანდარტებით მუშაობს, რაც
ბოლო პერიოდის
მოვლენებისას კიდევ
ერთხელ მკაფიოდ
დადასტურდა, გასული ოთხი
წლის განმავლობაში
ქართულმა პოლიციამ
საქართველოს
სუვერენიტეტის ხელყოფის
და ხელისუფლების
გადატრიალების ოთხი
მცდელობა აღკვეთა.
ვისარგებლებ შემთხვევით
და კიდევ ერთხელ გადავუხდი
მადლობას, ადამიანს,
რომელიც საქართველოს
შინაგან საქმეთა
სამინისტროს მრავალი წლის
მანძილზე ხელმძღვანელობდა
და რომელსაც პოლიციის
რეფორმირებაში
განსაკუთრებული წვლილი
მიუძღვის, მადლობას ვუხდი
ვახტანგ გომელაურს,
პროფესიონალიზმის და
პატრიოტიზმისთვის,
რომლითაც ის ჩვენს
ქვეყანას მრავალი წლის
მანძილზე ემსახურა.
დარწმუნებული ვარ, ახალი
მინისტრი ბატონი გელა
გელაძე ვახტანგ
გომელაურის მიერ დაწყებულ
საქმეს ძალიან დიდი
წარმატებით დაასრულებს“, -
განაცხადა საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა.პოლიციელებს
სიტყვით მიმართა
პარლამენტის თავმჯდომარემ
შალვა პაპუაშვილმა.შალვა
პაპუაშვილის თქმით,
უკანასკნელ პერიოდში
სამართალდამცველებს
მოუწიათ განსაკუთრებული
ძალისხმევის გაწევა,
მაღალი პროფესიონალიზმის
გამოვლენა, რათა დაეცვათ
საზოგადოებრივი წესრიგი
და უსაფრთხო გარემო.„შიდა
თუ გარე რადიკალური
ჯგუფები ცდილობდნენ, რომ
ძალადობრივი
დემონსტრაციები წესად და
ნორმად ექციათ, თუმცა ამის
საშუალება მათ არ მიეცათ.
თქვენ კვლავ დაამტკიცეთ,
რომ ყველაზე რთულ
სიტუაციებშიც კი,
შეურაცხყოფისა და
ფიზიკური თავდასხმების
ფონზე, მაქსიმალური
მოთმინებით, დაკისრებული
მოვალეობები საუკეთესოდ
შეასრულეთ და პროცესებიც
სათანადოდ მართეთ.
ძალადობა, ვანდალიზმი,
თავდასხმა
სამართალდამცველებსა და
საჯარო ინსტიტუტებზე
სცდება მშვიდობიანი
პროტესტის ნებისმიერი
განმარტების ზღვარს. ის,
ვინც საპირისპიროს
ამტკიცებს, დემოკრატიის
მტერია. ძალადობის დროს კი,
სახელმწიფოს არამხოლოდ
მოქმედების უფლება აქვს,
არამედ - ვალდებულება.
თქვენ სახელმწიფოს ეს
ვალდებულება პირნათლად
შეასრულეთ, წარმატებით
გაუმკლავდით საქართველოს
კონსტიტუციურ წყობილებაზე
თავდასხმას და ღირსეულად
დაიცავით საქართველოს
სუვერენიტეტი. თქვენ
ყოველდღიურ რეჟიმში
რისკავთ თქვენს
სიცოცხლესა და
ჯანმრთელობას, რათა მშვიდ
და უსაფრთხო გარემოში
ვიცხოვროთ. თქვენი
საქმიანობა დაუღალავ
შრომას, მოთმინებას,
სიმამაცესა და თავდადებას
გულისხმობს. ეს ის
ძალისხმევაა, რომელიც
ხშირად უხილავია, თუმცა,
უაღრესად მნიშვნელოვანი
და ღირებული. მინდა
გავიხსენო და პატივი
მივაგო იმ პოლიციელების
ხსოვნას, რომლებმაც
საკუთარი სიცოცხლე
შესწირეს ჩვენი
თანამოქალაქეებისთვის
მშვიდი გარემოს შექმნას.
მათი სიმამაცე სამუდამოდ
დარჩება ჩვენს
მეხსიერებაში", - განაცხადა
შალვა
პაპუაშვილმა.პოლიციელებს
პროფესიული დღე, ასევე,
მიულოცა დედაქალაქის
მერმა, კახა კალაძემ.მისი
თქმით, პოლიციელზე ხელის
აღმართვა ნიშნავს,
სახელმწიფო ინსტიტუტებზე
თავდასხმას. ყველამ უნდა
გააცნობიერეს, თუ რამხელა
როლი აკისრია პოლიციელს
სახელმწიფოს შენების
საქმეში.„ჩემთვის დიდი
პატივია პროფესიული დღე
მოგილოცოთ თქვენ, ჩვენო
გმირო და დაუღალავო
პოლიციებო. თქვენ ხართ
ადამიანები, ვისი
ყოველდღიური საქმიანობაც
ხშირ შემთხვევაში,
საკუთარი სიცოცხლის
რისკის ფასად ქვეყნისა და
მოქალაქეების დაცვაა.
ატარებდე პოლიციელის
მუნდირს ნიშნავს, არამარტო
დაკისრებული მოვალეობის
შესრულებას, არამედ
გაცნობიერებას იმ უდიდესი
პასუხისმგებლების, რაც
ქვეყნის უსაფრთხოების
სადარაჯოზე ყოფნაა,
ადამიანის უფლებების
დაცვა და მართლწესრიგის
აღსრულებაა.პოლიციელები,
მეხანძრე-მაშველები,
მესაზღვრეები, ყველა ვინც 24
საათიან რეჟიმში
სახელმწიფოს სადარაჯოზე
დგას, ღირსეულ სამუშაო
პირობებს საჭიროებს.
პოლიციელზე ხელის
აღმართვა ნიშნავს,
სახელმწიფო ინსტიტუტებზე
თავდასხმას. ყველამ უნდა
გააცნობიერეს, თუ რამხელა
როლი აკისრია პოლიციელს
სახელმწიფოს შენების
საქმეში“, - აღნიშნა კახა
კალაძემ.