საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 11 მსჯავრდებული პირი შეიწყალა - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 11 მსჯავრდებული პირი შეიწყალა, საიდანაც 3 მსჯავრდებულ პირს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელის ვადა შეუმცირდა. 

შეწყალების აქტი ასევე შეეხო 8 პირობით მსჯავრდებულ პირს, რომლებიც სრულად გათავისუფლდნენ პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან.