ოპოზიციაში ისევ დაპირისპირებაა. "ნაციონალურ მოძრაობაში" პოზიცია შეცვალეს და თქვეს, რომ ალიანსიდან გასვლას არ აპირებენ, მიხეილ სააკაშვილს კი თუ მოუნდება კრიტიკას გააგრძელებს და მას ცენზურა არ უნდა დაუწესდეს.

პასუხად, თამარ ჩერგოლეიშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილს შეთანხმების დაცვა მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში ოპოზიციურ ალიანსში ვერ გაჩერდება! ოპოზიციურ ერთობა დღეს სასამართლო პროცესზე მწვავედ გააკრიტიკა ლევან ხაბეიშვილმა.

"რომ ეზომებით მიხეილ სააკაშვილს, ან სიმაღლე გქონდეთ მისი ან საქმე გაგეკეთებინოთ ვიღაცას. მე ვგულშემატკივრობ გაერთიანებას, მაგრამ რაღაცებს ხომ აქვს საზღვარი? ოპოზიციური ალიანსის 5 განცხადებიდან 3 "ნაციონალურ მოძრაობას" ეხება, ცოტა არანორმალურია ხალხნო! ტელევიზორში მოვისმინე ასეთი სიგიჟე - 10 მაისიდან ვიწყებთ გასვლასო, დღეს რას აკეთებთ? მე თქვენკენ ვარ, არც გაკრიტიკება მინდა თქვენი...მაგრამ ვუსმენ ტელევიზორს და ლიდერი მეუბნება, 10-დან გავდივართო, როგორ მაინტერესებს რას აკეთებს 9-ში?", - წერს ხაბეიშვილი.