ზურაბიშვილმა სააკაშვილი რომ შეიწყალოს, ეს იქნება ფუჭი გასროლა - ელექტორალურად წააგებს, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ დამფუძნებელმა, დავით ბერძენიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.


„სალომე ზურაბიშვილმა, მიხეილ სააკაშვილი რომც შეიწყალოს, სააკაშვილი ციხიდან ვერ გამოდის. დატოვებული აქვს ხელისუფლებას საქმეები. რომც შეიწყალოს, ეს იქნება ფუჭი გასროლა. მე დიდი ხანია ვგულშემატკივრობ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, მისი ქვეყნიდან გაშვებას კიდევ უფრო მეტად ვგულშემატკივრობ.

პარალელურად, ნახევარი მილიონია ის ადამიანი ოპოზიციაში, არანაკლები, რომელთაც რბილად რომ ვთქვა, მიშა გულზე არ ეხატება. ამ ნახევარი მილიონიდან, არ ვიცი, რამდენი ასეული ათასია, ვინც დასანახად ვერ იტანს.

ელექტორალურად წააგებს იმით, რომ თან შეიწყალოს, თან გარეთ არ გამოვიდეს, თან შენი ამომრჩეველი გააღიზიანო.

მე სურათს უფრო ასე დავინახავდი - თუ ოპოზიცია იგებს და ახალი სახელისუფლებო კოალიცია იქმნება, ბუნებრივია, ამას მოჰყვება მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლება“,- აღნიშნა ბერძენიშვილმა.