რუსთავის მე-12 საპატიმრო დაწესებულება "ლელო- ძლიერი საქართველოს“ კიდევ ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ დატოვა.
მამუკა ხაზარაძის მსგავსად, ჯაფარიძეს ციხესთან ოჯახის წევრები და პარტიის წარმომადგენლები დახვდნენ.
ხაზარაძისა და ჯაფარიძის შეწყალების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის გადაწყვეტილება დღეს გავრცელდა.
