ყველამ უნდა იცოდეს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გადება მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო, ეროვნული ინტერესების, მხოლოდ ქართველი ხალხის ინტერესების სრული დაცვით, - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ, ლადო ბოჟაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
ბოჟაძის თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ამ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, ჩვენ შევძლოთ და შევინარჩუნოთ მშვიდობა.
"ყველამ უნდა იცოდეს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გადება მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო, ეროვნული ინტერესების, მხოლოდ ქართველი ხალხის ინტერესების სრული დაცვით, მხოლოდ ჩვენი, ქრისტიანული, ეროვნული, ოჯახური ღირებულებების დაცვით და გამტკიცებით. საქართველოს პრეზიდენტმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ და შევინარჩუნოთ, ამ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, მშვიდობა. რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი ქვეყნის საშინაო და საგარეო მტრების სამიზნე არა მხოლოდ მშვიდობა, არამედ სტაბილურობაა ჩვენს ქვეყანაში და ალბათ, სწორედ ამიტომაც არ იყო შემთხვევითი, რომ 4 ოქტომბერს სწორედ პრეზიდენტის ინსტიტუტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია იქნა შერჩეული თავდასხმის ობიექტად", - განაცხადა ლადო ბოჟაძემ.
