ჰონგ-კონგის აეროპორტში, 35 წლის ბრიტანელმა მამაკაცმა დებოში მოაწყო და 10 სარეგისტრაციო აპარატი და რკინის მოაჯირები დააზიანა, ამის შესახებ dailymail-ი წერს.
მედიის ცნობით, მამაკაცი ჰონგ-კონგში ნოემბერში ჩავიდა და აეროპორტში ბილეთების საყიდლად იყო მისული. ის ქონების დაზიანებისა და "ვიაგრას" ოთხი აბის შენახვის ბრალდებით დააკავეს.
"აეროპორტის ადმინისტრაცია და აეროპორტის უსაფრთხოების პერსონალი ადგილზე მივიდნენ და გააფრთხილეს მამაკაცი, შეეწყვიტა დამატებითი ზიანის მიყენება, რის შემდეგაც პოლიციამ მამაკაცი დააკავა და გამოძიება დაიწყო", - განაცხადა აეროპორტის პრესსპიკერმა.
პოლიციამ დაადასტურა, რომ დაკავებული 35 წლის ბრიტანელი ტურისტია, რომელიც ქონების განზრახ დაზიანებისა და პირველი ხარისხის შხამის შენახვის ბრალდებით დააკავეს.
მის ჩემოდანში "ვიაგრას" ოთხი აბი იპოვეს, რომელთა ფლობა ჰონგ-კონგში რეცეპტის გარეშე აკრძალულია.
