Apple-მა iOS-ის საგანგებო განახლება გამოუშვა და მოუწოდა iPhone-ის ყველა, 1.8 მილიარდ მომხმარებელს დაუყოვნებლივ ჩამოტვირთონ იგი, რადგან საშიში ჯაშუშური თავდასხმის საფრთხე არსებობს. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.

განახლება, iOS 26.3, 39 სუსტად დაცულ პუნქტს ასწორებს, რომელთა საშუალებითაც ჰაკერებს შეუძლიათ, ნახონ პირადი ინფორმაცია, გამოიწვიონ აპლიკაციების გათიშვა ან მოიპოვონ მოწყობილობაზე კონტროლი ფიზიკური წვდომის ან მავნე ფაილებისა და ვებსაიტების მეშვეობით.

მიუხედავად იმისა, რომ 39-ვე პრობლემა მოგვარებულია, Apple-მა შენიშნა განსაკუთრებით სერიოზული დაუცველობა Dynamic Link რედაქტორში (DYLD), რომელიც აკონტროლებს iPhone-ის აპლიკაციებს. უსაფრთხოების ექსპერტებმა ეს სისტემა აღწერეს, როგორც "თქვენი iPhone-ის კარიბჭე", რადგან ყველა აპლიკაციამ უნდა გაიაროს იგი, სანამ მუშაობას დაიწყებს. ჩვეულებრივი მუშაობის რეჟიმში, სისტემა აპლიკაციებისა და პერსონალური მონაცემების ერთმანეთისგან იზოლირებას ახდენს.

“ეს ნაკლი საშუალებას აძლევს თავდამსხმელებს გვერდი აუარონ უსაფრთხოების შემოწმებებს და გაუშვან მავნე კოდი, სანამ უსაფრთხოების ზომები მათ შეაჩერებს. Apple-მა იცის ანგარიშის შესახებ, რომ ეს საკითხი შეიძლება გამოყენებულ იქნას კონკრეტულ სამიზნეებზე თავდასხმის განსახორციელებლად iOS 26-მდე ვერსიებში ”, - განაცხადა ტექნიკურმა გიგანტმა საკუთარ გვერდზე.