აშშ-ში, როდ-აილენდში, პოტაკეტის საშუალო სკოლის ჰოკეის მატჩზე, ტრანსგენდერმა მამამ ცოლ-შვილი მოკლა. დაჭრილია კიდევ სამი ადამიანი.

56 წლის მამაკაცმა, რომელიც სავარაუდოდ ჰოკეის ერთ-ერთი მოთამაშის მამაა, ქალსა და მის შვილს ტრიბუნაზე ესროლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.

პოტაკეტის პოლიციის უფროსმა, ტინა გონსალვესმა ორშაბათს საღამოს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მსროლელი რობერტა ესპოზიტოს ფსევდონიმით სარგებლობდა.

"ჩვენ ეჭვმიტანილი მისი ნამდვილი სახელით, რობერტ დორგანით ამოვიცანით. ასევე გავიგეთ, რომ ეს პირი სახელად რობერტას და გვარად ესპოზიტოს იყენებს", - თქვა გონსალვესმა.

პოლიციის ცნობით, სროლა მიზანმიმართული იყო და, სავარაუდოდ, ოჯახურ კონფლიქტს უკავშირდება.