29 დეკემბერს შედგება ინაუგურაცია და ფიცის დადების მომენტიდან ქალბატონ სალომეს აღარ ექნება პრეზიდენტის პოზიცია. ჩემი მოწოდებაა, ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ არ უღალატოს იმით, რომ დაიწყოს ობსტრუქცია თუ საბოტაჟი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუციის, კანონისა და ადამიანური ეთიკის ნორმებს გადააბიჯა.

„თუმცა, მე მოვუწოდებ მას და პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რომ საქართველოს კანონმდებლობას დაემორჩილონ. 29 დეკემბერს შედგება ინაუგურაცია და ფიცის დადების მომენტიდან ქალბატონ სალომეს აღარ ექნება პრეზიდენტის პოზიცია. ასე რომ ჩემი მოწოდება მხოლოდ ის არის, რომ ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ არ უღალატოს იმით, რომ დაიწყოს ობსტრუქცია თუ საბოტაჟი ამ პროცესის მიმართ”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღეს საარჩევნო კოლეგია საქართველოს მეექვსე პრეზიდენტს პირველად არაპირდაპირი წესით აირჩევს.

პრეზიდენტის პოსტზე „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილია მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურა.