და ბოლო, მეცამეტე დეზინფორმაცია. თარსი რაოდენობა აქვთ დეზინფორმაციების და ამიტომაც არის ალბათ, რომ ვერ გაიტანეს ბოლომდე, არის პარლამენტის შეკრება, რომელიც ახლა კიდევ ერთხელ მოვისმინე „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ წარმომადგენლის მხრიდან და აქ მინდა მე ხაზი გავუსვა „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ არის სადამკვირვებლო ორგანიზაციად რეგისტრირებული მიუხედავად იმისა, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ დაადგინა, რომ მას ჰქონდა საარჩევნო მიზანი და ეს დაადასტურა სასამართლომაც, ვხედავთ მათ ჩართულობას პოლიტიკური მიზნით ამ პროცესში და ახლა, როგორც ჩანს ისინი ცდილობენ საბოტაჟი წაახალისონ საქართველოს პარლამენტის. და „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ წარმომადგენელი საუბრობდა იმაზე, რომ თითქოს პრეზიდენტის მოწვევის გარეშე პარლამენტი ვერ შეიკრიბება. - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განცხადება.
მანდატი აქვს, იმ შემთხვევაში თუ ოპოზიციაც არ იქნება, არც ეს არის რაიმე შემაფერხებელი, შეიკრიბება პარლამენტი და ცნობს 150-ვე დეპუტატის უფლებამოსილებას, რითაც პარლამენტი შედგება. ეს ჩანაწერი 2/3-თან დაკავშირებით ზუსტად ამას ეხება, რომ 100 დეპუტატზე მეტის უფლებამოსილება უნდა იქნეს ცნობილი.
ეს იყო ის ცამეტი დეზინფორმაცია, რომლითაც ძირითადად დატვირთული იყო ჩვენი საარჩევნო პერიოდი, ვგულისხმობ არჩევნების დღეს და შემდეგ. ეს იყო ტიპური საინფორმაციო თავდასხმა საქართველოზე, ჰიბრიდული ომის მეთოდები გამოყენებული ქართული არჩევნების წინააღმდეგ, რომლის უკანაც დგას არა მხოლოდ ჩვენი ოპოზიცია, არამედ ის ჯგუფები, რომლის განცხადებებსაც ვისმენთ ქვეყნის შიგნიდან თუ გარედან. - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.