საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რადიკალურ ოპოზიციას აწყობს, რომ ქვეყანაში მუდმივი დაძაბულობა იყოს და ამისთვის ყველანაირ მეთოდს იყენებენ.

შალვა პაპუაშვილის თქმით, საბოლოო ჯამში, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები თოჯინები არიან, რომლებიც გარედან იმართებიან.

"რაც აწყობს რადიკალურ ოპოზიციას, ეს არის მუდმივი დაძაბულობა. ამას ცდილობდნენ ჩვენი ომში ჩათრევით, ამას ცდილობდნენ მუდმივი დაძაბულობის შემოტანით ნებისმიერი თემით. არ არსებობს თემა, რომელზეც ისინი არ შეეცადნენ, რომ დაძაბულობა შემოიტანონ. რადიკალურ ოპოზიციაზე როდესაც ვსაუბრობთ, არ დაგვავიწყდეს, რომ საერთო ჯამში არაფერ შუაში არ არიან ეს რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, ისინი არიან მხოლოდ თოჯინები სხვის ხელში და მათ გარედან ათამაშებენ - მთავარი მიზანი არის საქართველოში ხელისუფლების შეცვლა და მოყვანა ვასალების, რომლებიც უპირობოდ შეასრულებენ სხვების დავალებებს", - განაცხადა პაპუაშვილმა.