სამეგრელოს სოფელ ოქტომბერში მეზობელმა მეზობელი მოკლა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შუახნის კაცმა 70 წლამდე მეზობელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.

ერთ-ერთი ვერსიით, დაპირისპირების მიზეზი მიწის გამო დაწყებული დავაა.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება. როგორც შინაგანს საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.