პარტია "ახალის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებას პასუხობს, სადაც მან ვადამდელ არჩევნებს ბუტაფორია უწოდა. გვარამიას თქმით, შესაძლოა სააკაშვილი რევოლუციაზე საუბრობდეს.

"იმ დღეს მოვისმინე, რომ 2028-ში არჩევნებია და ახლა ძალიან ჯანსაღია ეს პროცესები, რომ ოთხიანი და ხუთიანი ბოლო-ბოლო უნდა გაიმიჯნოს. რა 2028-ის არჩევნები, რა დროს გამიჯვნაა თან ისტერიული გინების მეშვეობით. სააკაშვილი წერს თავისი ციხის საკნიდან, რომ არჩევნები საერთოდ ბუტაფორია და 2028-ის კი არა, ვადამდელ არჩევნებზე ამბობს, რომ ბუტაფორიაა და შეიძლება საერთოდაც არ ცდებოდეს ამ ყველაფერში და რევოლუციაზე ლაპარაკობს ძირითადში. მისი პარტია ჩვენზე თავდასხმას ამართლებს იმით, რომ ორ წელიწადში არჩევნებია და ახლა გამიჯვნა არის სასარგებლო პროცესი და რა კარგია, რომ ამას ვაკეთებთ. ახლა ეს როგორ ხდება ერთობლივად მართლა მაინტერესებს", - განაცხადა გვარამიამ.