ისრაელის პრემიერ-მინისტრის პარტიამ გამოაცხადა, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუ წელს ხელახლა იყრის კენჭს არჩევნებში. როგორც Reuters-ი წერს, განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ არ არის დარწმუნებული, კვლავ იყრის თუ არა კენჭს ისრაელის პრემიერ-მინისტრი.
როგორც ნეთანიაჰუს პარტია "ლიკუდმა" მოკლე განცხადებაში აღნიშნა, ის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას და თუ ღვთის ნება იქნება, გაიმარჯვებს. არჩევნების ჩატარების შესახებ ოფიციალურად ჯერ არ გამოცხადებულა, თუმცა, ის უნდა ჩატარდეს არაუგვიანეს ოქტომბრის თვისა.
ცნობისთვის, ABC News-ის ვაშინგტონის მთავარმა კორესპონდენტმა, ჯონათან კარლმა ტრამპის მოსაზრების შესახებ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა. მისი თქმით, ტრამპმა უთხრა, რომ არ იცოდა, იყრიდა თუ არა კენჭს ნეთანიაჰუ.
"მას ფანტასტიკური კარიერა ჰქონდა. არ ვიცი, სურს თუ არა გაგრძელება?" - ციტირებს ჟურნალისტი ტრამპის სიტყვებს.
