ქაშმირში, პაკისტანის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, სულ მცირე 22 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულებს შორის 19 ჯარისკაცი, ერთი მაიორი და ორი პოლკოვნიკია.

პაკისტანის სამხედრო ძალების განცხადებით, Mi-17 ტიპის ვერტმფრენი, ტექნიკური გაუმართაობის გამო ჩამოვარდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი ყველა პირი დაიღუპა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ავარიის ზუსტი ტექნიკური მიზეზების დასადგენად დაწყებულია გამოძიება.