თამარ ჩერგოლეიშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე 2018 წლის ვიდეოს აზიარებს, როდესაც "ტაბულას" დირექტორის თანამდებობას იკავებდა და უარყოფდა ინფორმაციას, რომ მას დავით კეზერაშვილი აფინანსებდა.

"რასაკვირველია კეზერაშვილი არ მაფინანსებს. მაფინანსებს The European Endowment for Democracy (EED), National Endowment for Democracy (NED), სოროსის ფონდი, მაფინანსებს. ბრიტანეთის მთავრობა მაფინანსებს. მაფინანსებს ასევე, ჰოლანდიის მთავრობა“, - აღნიშნავს თამარ ჩერგოლეიშვილი.

"ფედერალისტების" ერთი-ერთი ლიდერი ვიდეოს პოსტს ურთავს, რომელშიც წერს, რომ "ტაბულას" დამფინანსებელი ბრიტანეთის მთავრობა, მისი თქმით, "დაუბლოკა ბიძინამ" და "მალევე ბრიტანეთის მთავრობამ "პოსტივი" და "იმედი" დაასანქცირა".

"მეგობრებო, 2018 წელია ეს და ტაბულას დირექტორი ვარ აქ! ტაბულას ახლაც აფინანსებდა ბრიტანეთის მთავრობა, უბრალოდ, დაუბლოკა ბიძინამ.

მალევე, ბრიტანეთის მთავრობამ "პოსტივი" და "იმედი" დაასანქცირა და სანქციებს ყველა შემდეგი მთავრობა შეინარჩუნებს“, - წერს ჩერგოლეიშვილი.