ორშაბათს გამართულ საერთაშორისო პრესკონფერენციაზე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა არაერთ საკითხზე ისაუბრა. მან ვენესუელაში ტრამპის ოპერაცია შეაქო. ასევე განაცხადა, რომ უნგრეთი უკრაინას არ დააფინანსებს და მიგრანტებს არ მიიღებს.
ამასთან, ორბანი აცხადებს, რომ ხელმძღვანელობაში არსებული ქაოსის გამო, ევროკავშირი თავისით დაიშლება, ბრიუსელი კი, უნგრეთისთვის რუსული ენერგომომარაგების გადაკეტვას ცდილობს.
ორბანმა უარყო უნგრეთის ევროკავშირიდან გასვლის შესაძლებლობა და თქვა, რომ ქვეყანას არ ჰყოფნის მასშტაბები ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად. თუმცა, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უნგრეთის მომავალი არის ევროკავშირსა და ნატოში, მაგრამ სუვერენული საგარეო და ეკონომიკური პოლიტიკით.
"ევროკავშირის წევრობა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, მაგრამ თუ ამ ერთიან ბლოკში ჩავრჩებით, მთელ ენერგიას გამოვწოვთ. ლოგიკურია, რომ ყველა ბლოკთან გვქონდეს საუკეთესო შესაძლო ურთიერთობები, მათ შორის, ამერიკასთან, რუსეთთან, ჩინეთთან, არაბულ სამყაროსთან და თურქულ სამყაროსთან“, - განაცხადა ორბანმა.
