უბედური შემთხვევა სამტრედიაში - 50 წლის მამაკაცს მატარებელი დაეჯახა და დაიღუპა.
"უბედური შემთხვევა 19 თებერვალს მოხდა. შუახნის კაცი ადგილზე დაიღუპა",-აცხადებენ ადგილობრივები.
დაწყებულია გამოძიება.
უბედური შემთხვევა სამტრედიაში - 50 წლის მამაკაცს მატარებელი დაეჯახა და დაიღუპა.
"უბედური შემთხვევა 19 თებერვალს მოხდა. შუახნის კაცი ადგილზე დაიღუპა",-აცხადებენ ადგილობრივები.
დაწყებულია გამოძიება.
1760977794
ქეთა ციცქიშვილის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განცხადებით, პირები, რომლებიც აღნიშნული ფორმით არიან დაკავებულები, არ უნდა იყვნენ პასუხისგებაში მიცემულნი."არცერთი ადამიანი, რომელიც ამ ფორმით არის დაკავებული, არ უნდა იყოს პასუხისგებაში მიცემული და დაკავებული არ უნდა ყოფილიყო", - განაცხადა შოთა თუთბერიძემ.
1760977520
ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს (NTSB) საბოლოო ანგარიშის თანახმად, Titani მე-80 და 82-ე ჩაყვინთვის პერიოდში დაზიანდა და მისი მდგომარეობა თანდათან უარესდებოდა, სანამ 88-ე ჩაყვინთვის დროს არ დაიშალა.
1760977076
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
1760968560
"ტერმინი "რუსულის" ყველაფერზე ხმარება არის მავნებლობასთან ერთად, ალბათ უჭკუობაც. ზოგადად, ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ საქართველოში მნიშვნელოვანი იყო განათლების რეფორმა. თუ ვინმეს რაიმე ტიპის შენიშვნა, შესწორება ან უკეთესი ხედვა აქვს, ამისთვის არსებობს სახელმწიფო ინსტიტუტები, პარლამენტი, სადაც პოლიტიკოსები უნდა ისხდნენ და საუბრობდნენ რეფორმის გაუმჯობესებაზე. დღეს ვხედავთ, რომ განათლების კომიტეტში ჩვენ ოპოზიციის მხარე საერთოდ არ გვყავს წარმოდგენილი, თუმცა ჩვენ ამაზე მუშაობას ვაგრძელებთ. მერანი მიდის და ჩვენს ქვეყანას ექნება ძალიან ღირსეული განათლების რეფორმა", - განაცხადა მარიამ ლაშხმა.
1760968464
ცნობისთვის, სომხეთის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტმა განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც ღუქასიანი და მერიის რამდენიმე თანამშრომელი ქრთამის აღებაში არიან ეჭვმიტანილები.
1760966116
"ოპოზიცია 2024 წლიდან არის თვითგანადგურების რეჟიმში. ცხადია, ბოიკოტიც ოპოზიციისთვის ძალიან დამაზიანებელი იყო იმიტომ, რომ ბოიკოტს არ ჰქონდა სამართლებრივი საფუძვლები, არანაირი მტკიცებულება არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით არ იქნა წარმოდგენილი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ამ თვითგანადგურების გზას ირჩევდნენ სხვადასხვა მეთოდით, მათ შორის, ბოლოს 4 ოქტომბერი, რაც შეფასებების ნაწილში მგონი თვალნათელია და არის ცალსახა. რაც შეეხება ბოიკოტის შეწყვეტას- ეს არის მცდელობა, მოხდეს პოლიტიკური რეინკარნაცია, რომელიც ძალიან რთულია იმ ყველაფრის შემდეგ, რაც კონკრეტულად ამ პარტიამ გაიარა", - განაცხადა ცოტნე ანანიძემ.
1760964973
ეს პარლამენტი დარჩება კიდეც ისტორიაში, როგორც ივანიშვილის რეჟიმის პარლამენტი და იქ მონაწილეობა არის დიდი პოლიტიკური შეცდომა, რომლის ფასსაც, დარწმუნებული ვარ, გადაიხდის როგორც პარტია, ისე თითოეული ის პირი, რომელიც იქ შევა. თუმცა, ლეგიტიმაცია, როგორც ასეთი, ივანიშვილის რეჟიმს მაინც არ ექნება, ამ გადაწყვეტილების მიუხედავად, რადგან ეს არის მკვეთრად ჩამოყალიბებული, ანტიდასავლური ძალა, რომელიც უპირისპირდება საკუთარი ხალხის არჩევანს და იმ კონსტიტუციას, რომელიც თავზე გადაახიეს ხალხს. ბუნებრივია, წინააღმდეგობა გაგრძელდება. ეს გადაწყვეტილება არც პირველია საქართველოს უახლეს ისტორიაში და არც ბოლო და ისევე დასრულდება, როგორც აქამდე გვინახავს დასრულებული - პოლიტიკური ფასის გადახდით. მე თავი ვალდებულად ჩავთვალე, რომ ჩემი პოზიცია მეთქვა. ადამიანურად ძალიან ვწუხვარ, რომ ვუყურებ, თუ როგორ დაჰყვა ივანიშვილის რეჟიმის ნებას გუნდი, რომელიც ამბობდა, რომ ივანიშვილს დააკარგვინებდა ფულს და ძალაუფლებას," - აცხადებს თეონა აქუბარდია.
1760964860
"ზოგადად, ვნახეთ გუშინ განცხადება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ, როგორც ჩანს, გერმანიის ხელისუფლებაში დაფიქრდნენ იმაზე, რომ მოქმედი ელჩი, ნაცვლად იმისა, რომ ასრულებდეს ხიდის როლს მთავრობებს შორის, მან აირჩია კედლის როლი ჩვენს ქვეყნებსა და მთავრობებს შორის, რაც სამწუხაროა. ვხედავდით მისი მხრიდან თავდასხმებს საქართველოს ხელისუფლებაზე, ვხედავდით მისი მხრიდან რადიკალური ჯგუფების მხარდაჭერას, რაც სამწუხარო იყო. მე სხვა დროსაც ვთქვი, 30-წლიანი განსაკუთრებული პარტნიორობა გერმანიის ელჩის ხელში დავიდა ძალიან დაბალ ნიშნულზე. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს არის გადატვირთვის სიგნალი. რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, რომ ჩვენი ურთიერთობები გერმანიასთან დაბრუნდეს იქ, სადაც იმსახურებს, რომ იყოს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
"ნანუ ნანა სანდერი, ადამიანი, რომელმაც ემიგრანტების აკრეფილი ფული მიითვისა და აქციის წინა ხაზს აღჭურვილობა არ შეუძინა" - ელისო კილაძე ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს
1759743175
"სად არის ემიგრანტების შეგროვებული ფული, რითიც აქციის მონაწილეებისთვის და სტუდენტებისთვის აირწინაღები უნდა გეყიდა?" - ნანუკა ჟორჟოლიანი ერთ-ერთ აქტივისტს, ნანა სანდერს მიმართავს
1759742736
თუ ევროპაში გმობენ ძალადობას, მაგალითად საფრანგეთში, აქციაზე რაღაც რომ ხდება, რატომ არ გმობენ საქართველოში? გპასუხობთ: იმიტომ, რომ საფრანგეთში და ევროპის ქვეყნებში არის დემოკრატია - ანა წითლიძე
1759999404
ლევან სანიკიძე "ტვ პირველს": ქოცებსაც კი არ უკადრიათ ის, რაც თქვენ დღეს მაკადრეთ - სიმხდალე და გაქცევა. არაფერი მაქვს თქვენთან სამტკიცებელი. მომადგე და ბრალი დამდო ადამიანების გაყიდვაში, მიტოვებაში, არის წარმოუდგენელი ამბავი
1759756484
აშშ-მ მოკლული უკრაინელი ქალის ხსოვნის პატივსაცემად "ირინას კანონი" მიიღო - რას გულისხმობს ახალი კანონი
1759747024