დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო ოროზმანში 17 წლის არასრულწლოვანმა 65 წლის თანასოფლელი კაცი დაჭრა. როგორც ირკვევა, კაცს ჭრილობები ცივი იარაღით, მუცლისა და კისრის არეში აღენიშნება.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევას წინ კონფლიქტი უძღოდა.
დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე, სტაბილურია და ის კლინიკიდან უკვე გაწერეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.
შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.
