უმძიმესი ავარიას, ახმეტის მუნიციპალიტეტში,  ორი ადამიანი ემსხვერპლა.

როგორც ცნობილია, შემთხვევა ახმეტა-ალვანის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა. ადგილობრივების თქმით,  სწრაფად მოძრავი მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზიდან გადავარდა და ამოტრიალდა.

მათივე ცნობით, ავტომობილში ერთი ოჯახის რამდენიმე წევრი ისხდა  გარდაცვლილია მძღოლის და და მეუღლე.

ამასთან, დაშავებულები არიან ბავშვებიც, მათ გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ამ წუთებში, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში უტარდებათ. 

რა გახდა ავარიის მიზეზი, ამ ეტაპზე, უცნობია.

დაწყებულია გამოძიება.