ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ კორტანეთთან მოხდა.
თვითმხილველების თქმით, სატვირთო მანქანა, სავარაუდოდ, მტკვარშია გადავარდნილი.
სხვა დამატებითი დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.
წყარო: ტელეკომპანია "ბორჯომი"
ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ კორტანეთთან მოხდა.
თვითმხილველების თქმით, სატვირთო მანქანა, სავარაუდოდ, მტკვარშია გადავარდნილი.
სხვა დამატებითი დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.
წყარო: ტელეკომპანია "ბორჯომი"
1773825991
"მისი უწმინდესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II საქართველოს სულიერი წინამძღვარი იყო ნახევარი საუკუნის განმავლობაში. მისმა შეუდარებელმა ღვაწლმა განუზომელი გავლენა იქონია ქართველი ხალხის ცხოვრებაზე და დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებაზე. 2011 წელს, მისი შეხვედრა მის უდიდებულესობა დედოფალ ელისაბედ II განსაკუთრებული მოვლენა იყო ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებში. დღეს, ღრმა მწუხარებას ვუცხადებთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ქართველ ხალხს მისი უწმინდესისა და უნეტარესის გარდაცვალების გამო. უფალმა დაუმკვიდროს სამუდამო სასუფეველი", - განაცხადა საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა, გარეტ უორდმა.
1773825759
"ფასდაუდებელია მისი ღვაწლი ჩვენი დედა ეკლესიის გაძლიერებაში და აღმშენებლობაში. უწმინდესის ნახევარსაუკუნოვანი, ეპოქალური მოღვაწეობა სამშობლოსა და ერის წინაშე ერთგულების განუმეორებელ მაგალითად დარჩება, ხოლო მისი სიბრძნე და სიყვარული ღრმა კვალს დატოვებს თითოეული ჩვენგანის გულში.მთელი ამ დროის განმავლობაში, ის უანგაროდ ზრუნავდა საქართველოზე და ჩვენი ხალხისთვის მტკიცე საყრდენადაც იქცა. პატრიარქის სიბრძნე და მამობრივი სიყვარული ყველას ძალიან დაგვაკლდება.კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს ამ უდიდეს დანაკარგს, კათოლიკოს-პატრიარქის ოჯახს, სასულიერო პირებსა და მორწმუნეებს კი ამ უმძიმეს წუთებში უფლის შემწეობასა და სულიერ სიმტკიცეს ვუსურვებ," - წერს მიხეილ ყაველაშვილი.
1773822905
"იაპონიის საელჩო საქართველოში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო და ქართველი ხალხის სოლიდარობის ნიშნად, იაპონიის სახელმწიფო დროშა დაუშვა", - აღნიშნულია საელჩოს მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სამძიმრის წერილში.
1773822762
"ღრმა სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხს საქართველოს სულიერი მამის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების გამო," - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
1773822466
მისმა უწმინდესობამ ილია II-მ მთელი თავისი ცხოვრება და მოღვაწეობა საკუთარ ხალხსა და კაცობრიობის საკეთილდღეოდ კეთილშობილურ მიზნებს მიუძღვნა. კავკასიაში მშვიდობის, სტაბილურობის, ადამიანებს შორის სოლიდარობის, რელიგიათაშორისი ურთიერთგაგებისა და დიალოგის დამკვიდრების გზაზე გაწეული ღვაწლისთვის, მისმა უწმინდესობამ, ეროვნული და რელიგიური კუთვნილების მიუხედავად, მილიონობით ადამიანის გულში დაიმკვიდრა ადგილი და მოიპოვა ღრმა პატივისცემა და სიმპათია.ილია II-ს უდიდესი დამსახურება მიუძღვის აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ტრადიციული მეგობრობისა და თანამშრომლობის ურთიერთობების განვითარებასა და განმტკიცებაში.ვიზიარებ ამ მძიმე დანაკლისით გამოწვეულ ტკივილს, პირადად ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით ღრმა სამძიმარს გიცხადებთ თქვენ, სრულიად საქართველოს ხალხსა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.ილჰამ ალიევი", - ნათქვამია სამძიმრის წერილში.
1773822409
თბილისის მერმა აღნიშნა პატრიარქის როლი ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის აღდგენა-გაძლიერების გზაზე."უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ შეძლო ბოლშევიკური ტალღის შემდეგ შევიწროებული ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ნაბიჯ-ნაბიჯ აღდგენა და გაძლიერება, ერში სულიერების ამაღლება. მისი მმართველობის პირობებში საქართველოს საპატრიარქო იყო არამხოლოდ სულიერების, არამედ ეროვნული ცნობიერების ფორმირებისა და ქართული კულტურის განვითარების მნიშვნელოვანი ცენტრი", - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
1773822358
"როგორც უდიდესი სიბრძნითა და სათნოებით დაჯილდოებული სულიერი ლიდერი, იგი საკუთარი ურყევი ერთგულებით მშვიდობის, ერთიანობისა და ადამიანური ღირსებისადმი, თაობების შთაგონების წყარო იყო.ჩემს გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ქართველ ხალხს, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და ყველას, ვინც ამ დიდ დანაკლისს გლოვობს," - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
1773822297
როგორც ქაშუეთის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ელიზბარ ოდიშვილმა აღნიშნა, პატრიარქს განსაკუთრებით უყვარდა სიონი და 78 წლიდანვე გადაწყვეტილი ჰქონდა სიონის სიახლოვეს ყოფილიყო."მთელმა საქართველომ უნდა ილოცოს. ჩვენი პატრიარქი წავიდა იმ ქვეყნად, მაგრამ ჩვენთან იქნება მარადჟამს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. იქნება სინოდის გადაწყვეტილება და მერე იტყვიან სად დაასვენებენ. მე მგონი, სამებაში გადაასვენებენ და მერე გადაწყვეტენ სად დასაფლავდება. მე ვიცი, რომ მას უყვარდა სიონი და მე ასე ვიცი, რომ 78 წლიდანვე გადაწყვეტილი ჰქონდა სიონის სიახლოვეს ყოფილიყო მარადჟამს", - აღნიშნა ქაშუეთის ტაძრის წინამძღვარმა.
რამდენი ადამიანი დაიღუპა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომში - Reuters-მა რაოდენობა ქვეყნების მიხედვით გამოაქვეყნა
1773066727
ირანის ახალი უზენაესი ლიდერი არჩეულია - გადაწყვეტილება საჯაროდ მალევე გამოცხადდება
1772969239
ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება
1773063202
ანალიტიკური ცენტრის მონაცემებით, ირანთან ომი აშშ-ს პირველი 100 საათის განმავლობაში 3.7 მილიარდი დოლარი დაუჯდა
1772800135
აბუ-დაბის ინფორმაციით, ირანმა არაბთა გაერთიანებული საამიროების მიმართულებით ათობით რაკეტა და დრონი გაუშვა
1773062376