ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა.
როგორც ირკვევა, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.
"საქორწილო ესკორტი იყო... ერთი პირი ადგილზე დაიღუპა,სამი კი დაშავდა",-ამბობენ თვითმხილველები.
შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.
ფოტო: არქივი