ქართველი მოდელი კესარია აბრამიძე მოკლეს.
როგორც ირკვევა,ის გარდაცვლილი დიღომში, საკუთარ სახლში ნახეს.
ამ წუთებში ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ქართველი მოდელი კესარია აბრამიძე მოკლეს.
როგორც ირკვევა,ის გარდაცვლილი დიღომში, საკუთარ სახლში ნახეს.
ამ წუთებში ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
1774027204
"მსახურება აღავლინა წმინდა საფლავის მცველთა საძმოს წევრმა და აღდგომის ტაძრის წინამძღოლმა, იერაპოლისის მთავარეპისკოპოსმა, ყოვლადუსამღვდელოესმა ისიდორემ," - ნათქვამია იერუსალიმის საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
1774027149
"შეიზღუდება შუა ნაწილი, საიდანაც დასრულების [პანაშვიდის] შემდეგ პატრიარქის გამოსვენება მოხდება და გვერდითა ნაწილები იქნება თავისუფალი. ხალხს ექნება საშუალება, პატრიარქის გასვენების მთელი გზის განმავლობაში, რომ გვერდითა პოზიციები დაიკავოს და შემდეგ ნელ-ნელა გამოჰყვეს უკან.სიონი იქნება დაკეტილი, დაშვება იქნება მხოლოდ და მხოლოდ სასულიერო პირებისთვის. საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს ჩვენს სამსახურთან, რამდენი სტუმარი იქნება ჩამოსული. თავისთავად მუშაობს საპატრიარქოც", - განაცხადა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ.
1774027067
ავლიპ ზურაბაშვილისა და თელავის ქუჩები, წურწუმიას ქუჩა, ახვლედიანის მოედანი.ამ პერიოდში გადაადგილება შესაძლებელი იქნება ალტერნატიული მარშრუტებით:სოლოლაკიდან ავტომობილების ნაკადი ასათიანის ქუჩის გავლით გორგასლის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებს; ზემო ვერაზე მოძრავი ნაკადი გადაადგილებას შეძლებს ბარნოვის ქუჩით, მრგვალი ბაღის მიმართულებით, ასევე, ბარნოვის ქუჩიდან მელიქიშვილის გამზირის მიმართულებით ყველა მიმდებარე ქუჩის გავლით; კოტე აფხაზის ქუჩიდან ავტომობილები გადაინაცვლებენ შალვა დადიანის ქუჩაზე (თავისუფლების მოედანზე მოძრაობა სრულად არის შეზღუდული); ლერმონტოვისა და მაჩაბლის ქუჩების გავლით მოხვდებიან ლეონიძის ქუჩაზე, საიდანაც მოძრაობას გააგრძელებენ სოლოლაკის მიმართულებით; ქეთევან დედოფლის გამზირზე მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასამდე", საიდანაც ბოჭორმის ქუჩის გავლით მოძრაობას გააგრძელებენ "სოკარის" ცენტრალური ოფისის მიმართულები.ამასთან, ძალაში რჩება, სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ქუჩებზე უკვე არსებული შეზღუდვები.შინაგან საქმეთა სამინისტრო და თბილისის მერია მოქალაქეებს მოუწოდებს, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, სხვა შემთხვევაში თავი შეიკავონ ავტომანქანებით გადაადგილებისგან.
1774019162
21 და 22 მარტს საქართველოს მასშტაბით ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში, ზუსტად 12:00 საათზე სამგლოვიარო ზარებს დარეკავენ.ცნობილია, რომ ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიას მსოფლიო პატრიარქი ბართლომე დაესწრება, თბილისში ჩამოვა დელეგაცია ვატიკანიდან.ქვეყანაში გლოვის დღეებია დღეებია.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.პატრიარქს 22 მარტს, თბილისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალავენ.
1774019099
"ყველაზე მთავარი არის, რომ შევასრულოთ მისი სურვილი და ვიყოთ მართლმადიდებელი ქრისტიანები. ეს არის მისი ანდერძი და ეს ჩვენ უნდა აღვასრულოთ. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ საოცარი ემოცია, რაც დღეს ყველას გვაქვს. მინდა მოვუწოდო ყველას, მთელს ერს - გავერთიანდეთ. კიდევ ერთხელ მინდა ყველას გითხრათ, რომ დადექით ამ წვიმაში, დადექით ამ 4 საათიან რიგში, მობრძანდით და ახლა დაემშვიდობეთ პატრიარქს - დღეს და ხვალ, კვირას ეს არ გამოვა, ფიზიკურად ადგილი არ არის", - განაცხადა მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა.ქვეყანაში 22 მარტის ჩათვლით გლოვის დღეებია გამოცხადებულია. უწმინდესსა და უნეტარესს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს კვირას, თბილისის სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარში დაკრძალავენ.
1774018996
"ეს დღეები გვიჩენს როგორ უყვარს ჩვენს ხალხს პატრიარქი. ის ნამდვილად ჩვენი გამაერთიანებელია და ნამდვილად ეპოქალური პიროვნებაა ეროვნული გმირების გვერდით. ყველა, განურჩევლად რწმენისა და ეროვნებისა, პატრიარქმა ღმერთთან მიიყვანა და ძალიან ბევრს მიიყვანს კიდევ. გააერთიანებს და გაამთლიანებს, ზეციდან შეგვეწევა", - აღნიშნა დეკანოზმა მალხაზ ჭანტურიამ.ქვეყანაში 22 მარტის ჩათვლით გლოვის დღეებია გამოცხადებულია. უწმინდესსა და უნეტარესს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს კვირას, თბილისის სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარში დაკრძალავენ.
1774017072
"მიუხედავად იმისა, რომ გვსურს მისი გარდაცვალების გარემოებები კონფიდენციალურად შევინახოთ, გთხოვთ, იცოდეთ, რომ ის საყვარელი ადამიანების გარემოცვაში, მშვიდად გარდაიცვალა", - ნათქვამია მისი ოჯახის განცხადებაში.
1774015195
და ახლა, როცა უფალს ანდობთ ამ ერთგულ მსახურს, კვლავაც ჩაგვესმის პავლე მოციქულის სიტყვები, დასტურად იმისა, რომ იესოს აღდგომა ჩვენი რწმენის საფუძველი და იმედის წყაროა, რადგან, თუ იესო არ აღმდგარა, ჩვენი რწმენაც ფუჭი ყოფილა (შდრ, 1 კორ 15:14). ამიტომაც, მწყემსის სიკვდილმა გულები სასოწარკვეთით კი არა, იმის რწმენით უნდა აგვივსოს, რომ სიცოცხლე არ ჰქრება, არამედ გარდაიქმნება.ამ გრძნობებით აღსავსე, ჩემს ძმურ სიახლოვეს ვუდასტურებ თქვენს მაღალ ყოვლადუსამღვდელოესობას, რომელსაც თანამოსაყდრეობის მძიმე ტვირთი აკისრია. დაე, უფალმა მოგმადლოთ სინათლე, სიბრძნე და ძალა, რათა თქვენც იმგვარივე მწყემსისეული სიყვარულით წარუძღვეთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, როგორითაც გარდაცვლილი პატრიარქი მიუძღოდა. შევთხოვ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, ნუგეშისა და სიყვარულის მოსასხამით დაიფაროს თქვენი მაღალი ყოვლადუსამღვდელოესობა, წმიდა სინოდი და მთელი ქართველი ერი", - ნათქვამია სამძიმრის წერილში.
ირანის ახალი უზენაესი ლიდერი არჩეულია - გადაწყვეტილება საჯაროდ მალევე გამოცხადდება
1772969239
რამდენი ადამიანი დაიღუპა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომში - Reuters-მა რაოდენობა ქვეყნების მიხედვით გამოაქვეყნა
1773066727
ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება
1773063202
აბუ-დაბის ინფორმაციით, ირანმა არაბთა გაერთიანებული საამიროების მიმართულებით ათობით რაკეტა და დრონი გაუშვა
1773062376
ტრამპმა და პუტინმა ირანის საკითხი სატელეფონო საუბრისას განიხილეს - ABC NEWS
1773088415