ხობი-ზუგდიდის ცენტრალურ მაგისტრალზე, მოძრავ  ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა.

შემთხვევა გვიან ღამით, ცოტნე დადიანის ქუჩაზე მოხდა.

როგორც ირკვევა, ავტომობილში ორი პირი იმყოფებოდა და მათ გადმოსვლა დროულად შეძლეს.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებულები.

უცნობია, ხანძრის გამომწვევი მიზეზი.