ქობულეთში, მე-12 კლასელები, რომლებიც სკოლის დასრულებას აღნიშნავდნენ, ავარიაში მოყვნენ. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.

შემთხვევა პირველი საჯარო სკოლის მიმდებარედ მოხდა. დაშავებულები მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან.

 

საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის ინფორმაციით, 2 დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

 

ახალგაზრდებს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ.