მოსამართლემ, პოლიციელისთვის პიროტექნიკის სროლის ბრალდებით დაკავებულ გიორგი მინდაძეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
21 წლის გიორგი მინდაძეს, პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ. მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით მიმდინარეობდა.
პროკურატურის ინფორმაციით, მინდაძე პიროტექნიკის საშუალებით პოლიციელს თავს დაესხა, რის შედეგადაც სამართალდამცველმა ფეხზე დაზიანება მიიღო.