თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მომხდარ საზარელ ფაქტთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. 

როგორც სოციალურ ქსელში,  ერთ-ერთი მოქალაქე წერს," მამაკაცი, რომელმაც ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა, პოლიციელია და ეს საშინელი დანაშაული შვილების თვალწინ ჩაიდინა".

„რა საშინელება მოხდა ჩემს კორპუსში. ძალიან შეშინებული და დაზაფრული ვარ....

ყოფილმა ქმარმა, სავარაუდოდ,  პოლიციელმა, ორი შვილის თვალწინ იარაღით მოკლა ცოლი და სიდედრი, შემდეგ თვითმკვლელობა სცადა. მისი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს...

შვილების დედას და მის დედას რომ კლავ, რა სიცოცხლის ღირსი ხარ!“...

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.