რადიკალური ჯგუფების მხრიდან განხორციელებული მუქარის,ბულინგისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტზე, ზუგდიდში, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ხვალ, 22 ნოემბერს, geo new-ის ჟურნალისტი, ირაკლი გუნია გამოკითხვაზე დაიბარეს.
როგორც mpress.ge-ს ირაკლი გუნიამ განუცხადა, ის საგამოძიებო უწყებას შეურაცხყოფისა და მუქარის,ასევე, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტზე, ყველა ინფორმაციას მიაწვდის.