თბილისში, ორბელიანის მოედნის ტერიტორიაზე დაჭრილი ახალგაზრდა კლინიკაში შეყვანამდე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას  ინგოროყვას სახელობის კლინიკაში ადასტურებენ.

25 წლამდე ასაკის კაცი ცოტა ხნის წინ, სავარაუდოდ, ცივი იარაღით,მეგობარმა დაჭრა.

"რა მოხდა არვიცით. საშინელი ტრაგედია დატრიალდა. სასწრაფომ ყველაფერი იღონა,მაგრამ სამწუხაროდ, დაიღუპა. ყველანი  შოკში ვართ... სისხლისგან დაიცალა",- განუცხადა სააგენტოს გარდაცვლილის ახლობელმა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.