თბილისში, დოლიძის ქუჩაზე, პარკირების საკითხზე დაპირისპირების შედეგად 2 ადამიანი დაიჭრა.
"მთავარი არხის" ვებგვერდის ინფორმაციით, შელაპარაკება მამა-შვილს მეზობელთან მოუვიდა, რის შემდეგაც ერთმანეთს ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენეს.
როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, დაჭრილებს სასიკვდილო დაზიანებები არ მიუღიათ.
"მთავარი"
