ავტოსაგზაო შემთხვევა სამეგრელოში- არსებული ინფორმაციით, ქვედა ჩხოროწყუში მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც ახალგაზრდები ისხდნენ, ხეს შეესკდა.
დაშავებულია რამდენიმე პირი. მათ სხვადასხვა სახის დაზიანებები და მოტეხილობები აღენიშნებათ.
შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.