“თბილისის ვისკის ფესტივალი 2024 “არის საინტერესო და პირველი მაშტაბური ფესტივალი საქართველოში, რომელიც გაიმართება 21-22 სექტემბერს, საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯოას მესამე პავილიონში, (მის: თბილისი, წერეთლის 118).

 

“თბილისის ვისკის ფესტივალი 2024 “ ი იზიდავს ვისკის ენთუზიასტებს მთელი ქვეყნიდან. ის სთავაზობს ადამიანებს შესანიშნავ შესაძლებლობას აღმოაჩინონ და დააგემოვნონ ვისკის უამრავი სახეობა, გაეცნონ გამოხდის პროცესს და შეხვდენ ვისკის სხვა მოყვარულებს.

 

ფესტივალის გენერალური სპონსორია “GD Alco” ხოლო სპონსორები: ვისკის სახლი” , და “სმაგლერსი”, ექსკლუზიური მხარდამჭერია” Intrade” , ექსკლუზიური პარტნიორი ადგილობრივი ვისკის მწარმოებელი კომპანია “ ქართველი”, რომელმაც ექსკლუზიურად ფესტივალისთვის ჩამოასხა ქართული ვისკი “Jimsher” -ი 12 წლიანი დაძველებით . ასევე ექსკლუზიურად ფესტივალისთვის შეიქმნა უგემრიელესი შოკოლადები ტორფირებული ვისკის შიგთავსით, რომლის შექმნაზეც იზრუნა კომპანია “ChiriFruit”- მა სიგარის მოყვარულებს გექნებათ შესაძლებლობა დააგემოვნოთ კომპანია “Havana Club Tbilisi”-ს მიერ შემოთავაზებული საუკეთესო კუბური სიგარები , ლუდის მოყვარულებს კი კომპანია “Intrade“-ის მიერ შემოთავაზებული ლუდი “Benediktiner “-ი, ტერასაზე წარმოდგენილი იქნება “ფუდკორტი” უგემრიელესი სენდვიჩებითა და კოქტეილებით. ფესტივალს ასევე ჰყავს ექსკლუზიური პარტნიორი “თეთრი კვადრატი” რომელიც სტუმრებს წარუდგენს ინფორმაციას ახალი პროექტების შესახებ .

ფესტივალს ესტუმრებიან სხვადასხვა კომპანიის უცხოელი ბრენდ-ამბასადორები, რომლებიც თავიანთ მოხსენებასთან ერთად ჩაატარებენ საინტერესო მასტერკლასებს. ფესტივალზე გელოდებათ საოცარი ზეიმი, ნამდვილი დღესასწაული, ცეკვა, მუსიკა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - ვისკის უამრავი სახეობა. ფესტივალი გაფორმებული იქნება : სიმღერის და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი “აფხაზეთი” ს მიერ შესრულებული ქართულ-ირლანდიური ცეკვებით, ცნობილი მუსიკალური ჯგუფების მიერ შესრულებული სიმღერებით, ევროპიდან მოწვეული “კილტის საზოგადოების” მიერ ტრადიციული საკრავებით შეასრულებული შოტლანდიურ ფოლკლორითა და საქსაფონისტი დათო დავითულიანის მიერ შესრულებული ულამაზესი კომპოზიციებით!

“თბილისის ვისკის ფესტივალი 2024” არის შესანიშნავი ადგილი ვისკის მოყვარულთათვის, სადაც შესაძლებელია აღმოაჩინოთ და დააგემოვნოთ თქვენთვის საოცნებო ვისკი, შეიტყოთ სიახლეები, დაესწროთ მასტერკლასებს და გაერთოთ თანამოაზრეების გარემოცვაში. ამ განსაკუთებულ დღეებს უამრავი ადამიანი ელოდება. დეგუსტაცია, დაგეგმილი უამრავი აქტივობა, საჩუქრები და ეს დიდი ზეიმი დარწმუნებულები ვართ, რომ დაუვიწყარი და საუკეთესო გამოცდილება იქნება სტუმრებისთვის. ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს: tkt.ge/TBILISIWHISKYFESTIVAL https://www.facebook.com/profile.php?id=61559248484370&mibextid=LQQJ4d