საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური პატრიარქის ბრძანებას აქვეყნებს.
"სრულიად საქართველოს საპატრიარქოსადმი
ა.წ. 29 ოქტომბრიდან არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი) გათავისუფლდეს ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრობიდან და განმწესდეს წმ. სამების საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურად.
ილია მეორე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი", - აღნიშნულია ბრძანებაში.
დოკუმენტი 29 ოქტომბრით თარიღდება.
