საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური წერს, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სადაც საუბარია, რომ საპატრიარქოში მღვდელმთავრების "განსაკუთრებული შეხვედრა" იმართება სიმართლეს არ შეესაბამება - არ იგეგმება მსჯელობა ეკლესიის გაფართოებული კრების თარიღის განსაზღვრასთან დაკავშირებით:

"მედიასივრცეში გავრცელებული ვარაუდებიდან და არაზუსტი ინფორმაციიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ დღეს საქართველოს საპატრიარქოში არ არის დაგეგმილი მღვდელმთავრების რაიმე განსაკუთრებული შეხვედრა. ჩვეულებრივი სამუშაო დღის წესრიგია და არ იგეგმება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრების თარიღის განსაზღვრა." - ვკითხულობთ განცხადებაში.