ბაღდათში მომხდარმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა - 7 თებერვალს, სოფელ ერგეეთში მეწყერი ჩამოწვა და ცხრა ადამიანი დაიღუპა.
გარდაცვლილებს შორის არიან: რობაქიძეების ოჯახის წევრები- მამა და და სამი შვილი.
ცოტა ხნის წინ ემიგრაციიდან დაბრუნდა რობაქიძეების დედა, რომელსაც სოციალურ ქსელში უმძიმესი პოსტებით ეხმაურებიან.
"ემიგრანტი დედის კივილი ძრავდა იქაურობას... ბაღდათში საშინელება ხდებოდა. ღმერთმა მისცეს გამძლეობა ამ უმძიმეს პერიოდში",-წერენ სოციალურ ქსელში.