"ეს არის კატეგორიულად მიუღებელი!"-ასე ეხმაურება სპორტსმენი, ბიქტორ გვეტაძე ჟურნალისტებზე ხელის შეშლის ფაქტებს, რომელსაც ბოლო  დღეებია,   თბილისში, აქციის მონაწილეები ახორციელებენ.

"მინდა,  გამოვეხმაურო "geo news -ის" ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ზეწოლისა და ბულინგის ფაქტებს! ეს არის კატეგორიულად მიუღებელი,  რაც არ უნდა განსხვავებული იყოს მედიის სარედაქციო პოლიტიკა.ასე იქცევა ის რადიკალური ჯგუფები,რომლებსაც ქვეყანაში დესტრუქციული ქმედებები არ გამოსდით და ახლა ასე ცდილობენ, დაუპირისპირდნენ განსხვავებულ აზრს და თავისუფალ მედიას!

ჩემი სრული მხარდაჭერა ,,geo news-ს" და სხვა   იმ მედიების ჟურნალისტებს, რომლებიც ბოლო დღეებში აგრესიის  სამიზნე გახდნენ",-წერს ბიქტორ გვეტაძე სოციალურ ქსელში.