დაჭრილი კოსტა სანიკიძე ცოტა ხნის წინ, გონს მოვიდა. ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში, მისი მეგობარი, სალომე ბარათაშვილი ავრცელებს.
"გონს მოვიდა, ძლიერი ხარ, მანიაკო, ძლიერი", - წერს სალომე ბარათაშვილი.
შეგახსენებთ, კოსტა სანიკიძე გაამთენისას, თბილისში დაჭრეს.
"პრაიმ ჰაუსის" ყოფილ მონაწილეს დაზიანებები ცივი იარაღით მიაყენეს. მას ოპერაცია ჩაუტარდა.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.