საფრანგეთში ქართველი ემიგრანტი,  31 წლის  ბექა შამათავა  დაიკარგა.  ინფორმაციას სოციალურ  ქსელში შოთო სიხარულიძე ავრცელებს:

"დაიკარგა ემიგრანტი საფრანგეთში,  რომელიც ტულუზაში ცხოვრობდა,  ბექა შამათავა 31 წლის. დაბადებული 1993 წლის 6 თებერვალს.
მან ბოლო ზარი ქალაქ მარსელიდან განახორციელა 18 მაისს და მის შემდეგ მისი კვალი ქრება. (მარსელია მისი ბოლო ლოკაცია)
გავიდა სახლიდან და აღარ დაბრუნებულა,  გაუჩინარდა... მობილურიც გამორთული აქვს,  არც სოციალურ ქსელში არაა აქტიური.
თუ ვინმეს გეცნობათ,  მიგვწერეთ.
ის ამ დრომდე მიუწვდომელია. გააზიარეთ პოსტი, 
თუ ვინმემ რამე იცით დამიკავშირდით "შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები"
ღმერთის იმედით ვიმედოვნებთ, რომ მშვიდობით დამთავრდება ძებნა.
(ემიგრანტებო, გთხოვთ, გადააზიაროთ პოსტი, იქნებ ვინმეს უნახავს.)
ილოცეთ ლოცვა მთებს დაძრავს..უკეთილშობილესი ბექა დაუჯერებელია რომ ასე გაუჩინარდა....
ილოცეთ რომ ცოცხალი და უვნებელი დაუბრუნდეს მის ოჯახს! შოთო სიხარულიძე უმორჩილესად გთხოვთ ნებისმიერი სახის ინფორმაციის შემთხვევაში დაკავშირებით დაუყოვნებლივ გვაცნობოთ!!! უფალმა დალოცოს ყველა განსაცდელში მყოფი უფლისა და ღვთისმშობლის კალთამ დაიფაროს და ბედნიერი დღე მისცეს!გადაურჩეს და ჯანმრთელი დაუბრუნდეს მის მშობლებს! იხაროს ყველა ოჯახის შვილებმა, ნურცერთ დედას ნუ გაამწარებ... უფალო მოწყალების და მშვიდობის კალთა გადააფარე განსაცდელში მყოფ ბექას და ყველას შვილებს ა მ ი ნ ! ( "შოთო სიხარულიძის ემიგრანტების არხი" საგანგებო რეჟიმზეა გადასული და ინფორმაციის მიღებისთანავე ექსკლუზიურად მოგაწვდით ყველა დეტალს დაკარგულ ემიგრანტზე..
უფალო, დაიფარე ყველა ემიგრანტი!
 მინდა ვუსურვო ყველა ემიგრანტს სამშობლოში დაბრუნება ჩახუტება სითბო და სიყვარული თავიანთ საყვარელ ოჯახებთან ერთად... მუდამ თქვენი შოთო სიხარულიძე".