"გვსურს, გამოვეხმაუროთ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" თავმჯდომარის მოადგილის, ბესიკ ნარმანიას მიერ სოციალური ქსელით გავრცელებულ პოპულისტურ, მხოლოდ ,,პიარისთვის" აგორებულ ინფორმაციას, სილოვან შამათავას ქუჩაზე საგზაო სარკის მოწყობასთან დაკავშირებით,- ამის შესახებ ა(ა)იპ ,,სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"გვსურს, გამოვეხმაუროთ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" თავმჯდომარის მოადგილის, ბესიკ ნარმანიას მიერ სოციალური ქსელით გავრცელებულ პოპულისტურ, მხოლოდ ,,პიარისთვის" აგორებულ ინფორმაციას, სილოვან შამათავას ქუჩაზე საგზაო სარკის მოწყობასთან დაკავშირებით.

 

სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრის მიერ, ქ. სენაკში, სილოვან შამათავას ქუჩაზე არსებული სარკინიგზო ხიდის ქვეშ გამავალი გზის მონაკვეთზე, საპირისპიროდ მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების დროული იდენტიფიცირების, ქვეითთა და სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხო მოძრაობის მიზნით, დამონტაჟდა ბოძი, რომელზეც უნდა განთავსებულიყო საგზაო სარკე.

საგზაო ნიშნის დამონტაჟებამდე, აღნიშნულ ლოკაციაზე, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" თავმჯდომარის მოადგილემ, ბესიკ ნარმანიამ, თვითნებურად განათავსა საგზაო ნიშანი. ძნელი მისახვედრი არ არის, თუ რას ემსახურებოდა საკრებულოს წევრის ეს ქმედება, როცა მუნიციპალურ აიპს შეძენილი აქვს საგზაო ნიშანი და აწარმოებდა მისი მოწყობის სამუშაოებს!

სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრის მიერ, დღეს დილიდან განახლდა საგზაო ნიშნის მოწყობის სამუშაოები. შესაბამისად, მუნიციპალური აიპი უზრუნველყოფს გზის აღნიშნულ მონაკვეთზე საგზაო სარკის მონტაჟს და არა ბესიკ ნარმანია ან ვინმე სხვა პირი თუ პარტიის წარმომადგენელი!

რა თქმა უნდა, დღესვე მოხდება თვითნებურად დამონტაჟებული ნიშნის დემონტაჟი",- ნათქვამია გავრცელებულ  ინფორმაციაში.