კოსტა სანიკიძის დაჭრის ფაქტს სოციალურ  ქსელში შოთო  სიხარულიძე ეხმაურება და წერს:

"დაჭრეს არაადამიანებმა...რა ბოროტი ხალხი ცხოვრობს ჩვენს  ლამაზ ქვეყანაში. რამ გააბოროტა ეს ხალხი????  რას გერჩოდნენ არაადამიანები....

ვლოცულობ შენზე, რომ კარგად იყო💔🙏
ჩემი უკეთილშობილესი კოსტა სანიკიძე🙏💫❤️‍🔥

ილოცეთ,  ლოცვა მთებს დაძრავს, ელოდე და იმედი იქონიე...  მე, შოთო სიხარულიძე, ემიგრანტების არხი" მოგმართავთ სრულიად საემიგრანტოს, სადაც იმყოფებთ მაგ უცხო ქვეყანაში, ილოცოთ მასზე, ერთად დავეხმაროთ მას გამოჯანმრთელებაში... მე მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება და კოსტა მალე დადგება ფეხზე..  ღმერთმა  დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ და გაგახაროთ, ჩემო ძვირფასებო, ასე რომ მიიტანეთ გულთან ეს ამბავი...

 

არასდროს დაკარგო რწმენა.. რწმენა, რომ უფალი არ მიგატოვებს განსაცდელში მყოფს.. ოღონდ შენ ისწრაფე გამუდმებით უფლისკენ, შენ არ აქციო ზურგი ღმერთს, სასოწარკვეთილებაში არ ჩაგაგდოს განსაცდელის სიმძიმემ.. გჯეროდეს ღვთის განგების, სამართლიანობის, სიკეთის, სიყვარულის..ძნელია ადამიანობა, ძნელია სულ ისე იარო, რომ არ წაიქცე.. ხანდახან ეკალსაც გაკრავ მხარს, ხანდახან ხავსსაც მოეჭიდები.. მაგრამ, არ შეჩერდე.. წამოდექი და მეტი შემართებით გააგრძელე გზა.. ადამიანი სწორედ იმით ფასდება, თუ რამდენად ღირსეულად გადაიტანს განსაცდელს.. ამ მცირე დროში კი შეეცადე სულით არ დაეცე, სანამ ისევ არ შემოვა ფანჯრიდან იმედის სხივი, უფლის სინათლე..მთავარია გიყვარდეს.. სიყვარულით გქონდეს გული და სული სავსე.. არ შეგცვალოს ცხოვრების ეკლებმა.. არ გაუფერულდეს შენს სულში ბავშვობიდან წამოღებული ცისარტყველას ფერები.. გიყვარდეს მთელი სამყარო.. და არასოდეს მოითხოვო სიყვარულისთვის სიყვარული ",-წერს სიხარულიძე.

შეგახსენებთ, გამ­თე­ნი­ი­სას კოსტა სანიკიძე დაჭრეს. "პრაიმ ჰაუსის" ყოფილ მონაწილეს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ცივი ია­რა­ღით მი­ა­ყე­ნეს. მისი მდგომარეობა მძიმეა.