თბილისის მერმა კახა კალაძემ საგანგებო განცხადება მთავრობის ადმინისტრაციიდან გააკეთა და განაცხადა, რომ ნაძვისხის ანთების დღევანდელი ღონისძიება გადაიდო.
მისი თქმით იგეგმებოდა პროვოკაციები. აქციის მონაწილეებმა დაიკავეს ის ადგილი სადაც ღონისძიებაზე ადგილი იყო და ბოთლები ისროლეს. 

"მივიღეთ გადაწყვეტილება, გადავდოთ საახალწლო ნაძვის ხის ანთება, საახალწლო ზეიმი

საზეიმო ღონისძიება გაიმართება მაშინ, როდესაც რადიკალური ოპოზიცია არ გადაეღობება ბავშვებს და მათ მისცემს ნაძვის ხის ანთების შესაძლებლობას. დღევანდელი დღე არის კიდევ ერთი დასტური, რომ საქართველოში ლიბერალური ფაშიზმი აუცილებლად უნდა დასრულდეს. “, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე რუსთაველის გამზირზე დღეს, 19:00 საათზე საზეიმოდ უნდა აენთოთ.