ზუგდიდში ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.ინფორმაციას ადასტურებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურშიც.
როგორც ირკვევა, ხანძარი იმ დროს გაჩნდა , როცა სახლში ერთი პირი იმყოფებოდა.
თვითმხილველების ცნობით, შემთხვევის ადგილზე მისულმა მეხანძრე მაშველებმა ხანძრის ლიკვიდირება მალვე შეძლეს, თუმცა ხანდაზმული მამაკაცი უკვე დაღუპული იყო.