37 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან - თარიღი, რომელმაც საქართველოს უახლესი ისტორია განსაზღვრა და რომელიც ქვეყნისთვის ერთდროულად გლოვისა და თავისუფლების სიმბოლოდ იქცა.
რუსთველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან დილიდან იმყოფებოდნენ პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ეროვნული მოძრაობის მონაწილეები და დაღუპულთა ახლობლები.
რუსთაველზე შეკრებილია მოქალაქეების გარკვეული ჯგუფი, რომელიც დაღუპულთა პატივსაცემად მისულ ადამიანებს, მათ შორის ცხრა აპრილის მონაწილეებს აგრესიულად ხვდება და მემორიალთან მიახლოებაში ხელს უშლის.
ადგილზე იყო კამათი და სიტყვიერი დაპირისპირება.
