კოსტა სანიკიძე დაჭრეს. ამ წუთებში მას ოპერაცია უტარდება,- ინფორმაციას "პრაიმ ტაიმი" ავრცელებს.
როგორც „პრაიმტაიმს“ მისმა მეგობარმა, სალომე ბარათაშვილმა უთხრა, კოსტა მუცლის არეშია დაჭრილი.
შემთხვევა გამთენიისას მოხდა. კოსტასთან სახლში მივიდნენ და მუცლის არეში, რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს.
„ახლა ვარ კლინიკაში. 5 საათია ველოდებით, დასრულდა თუ არა ეგეც არ ვიცით. ჯერჯერობით არაფერს გვეუბნებიან. მდგომარეობა როგორია ჯერ არ ვიცით, ჩვენც ველოდებით. სახლში იყო და მივიდა, სახლში დაესხნენ თავს. წინაზე სახლი შეეშალათ და ახლა აღარ შეეშალათ. როგორც ვიცი მუცლის არეშია დაჭრილი“,- განუცხადა "პრაიმ ტაიმს" სალომე ბარათაშვილმა.
ცნობისთვის, პირველად, კოსტაზე თავდასხმა რამდენიმე კვირის წინაც სცადეს, თუმცა მისი სახლი აერიათ. ფაქტზე დაწყებული იყო გამოძიებაც.