სამტრედიაში დაკარგული 72 წლის მამაკაცი, კონსტანტინე არველაძე, გარდაცვლილი იპოვეს.

 ინფორმაცია mpress.ge-ს  ოჯახის ახლობელმა დაუდასტურა. როგორც ირკვევა, მამაკაცი ტყეში ნახეს გარდაცვლილი. ინფორმაციას ასევე ადასტურებს მერის წარმომადგენელი, მერაბ არველაძე.

შეგახსენებთ, მამაკაცს ოჯახი და პოლიცია 26 თებერვლიდან ეძებდა.