„იმედის” გადამღებ ჯგუფებზე აქციის მონაწილეების მხრიდან განხორციელებულ ძალადობას სოციალურ ქსელში პარტია „ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა:

„ჩემი სოლიდარობა ტელეკომპანია “იმედს” და მეგი ნარსავიძეს - გამორჩეულ და უწესიერეს ჟურნალისტს!

ვნახოთ ვინ და რამდენი დაგმობს ორკების ამ ფაშისტურ თავდასხმას!..“, - წერს მამუკა მდინარაძე.

შეგახსენებთ,ტელეკომპანია „იმედმა“ უსაფრთხოების მიზნით,  რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციიდან გადამღები ჯგუფების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო, ვინაიდან შეუძლებელი გახდა ადგილზე მუშაობა.