ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ოჯახის ორი წევრი ემსხვერპლა.
როგორც ირკვევა, მანქანა გზის სავალი ნაწილიდან მდინარეში გადავარდა.
დაღუპულები ძმები არიან.
სამძებრო-სამაშველო სამუშაოების შედეგად ორივე ცხედარი იპოვეს და სახლში გადაასვენეს.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს.