ქართველი ქალი მოკლეს პოლონეთში. როგორც ადგილობრივი მედია წერს, დანაშაული ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქალაქ ვიერ-უჟოვში, ნაქირავებ ბინაში მოხდა.

 

 ქალი ღამით მოკლეს, როცა ის მარტო იმყოფებოდა. წინასწარი ცნობით, საქართველოდანაა სავარაუდო დამნაშავეც და მან მიმალვა შეძლო. დაღუპულს სასიკვდილო ჭრილობა კისრის არეში ჰქონდა მიყენებული.

 

ცხედარი ბინაში მცხოვრებმა ასევე საქართველოს მოქალაქეებმა აღმოაჩინეს, რომლებიც სახლში გამთენიისას დაბრუნდნენ.

არსებობს სავარაუდო დამნაშავის აღწერილობა და მასზე ძებნაა გამოცხადებული.

 

მკვლელობის მოტივი ამ ეტაპზე  უცნობია.